სენაკელი ძმები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ყაჩაღობის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული სენაკის რაიონის სოფელ ლეძაძამეში მცხოვრები ძმები ჩაგანავები და ძმები ჯოჯუები დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

მოსამართლე შოთა ბიჭიამ მათ ყველა ბრალდება მოუხსნა.

შეგახსენებთ, რომ ჩაგანევების და ჯოჯუების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა სასამართლოსთან ორი დღის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მტკიცებით, ოთხივე ახალგაზრდა სენაკის პოლიციის მაღალჩინოსნებმა პირადი ინტერესების გამო დააკავეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი