პაატა ბურჭულაძემ ახალი პოლიტიკური მოძრაობის დაწყების შესახებ განაცხადა

“საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მიდის. ამის შესახებ ფონდის ხელმძღვანელმა სპეციალური განცხადება გაავრცელა.

ბურჭულაძე იწყებს პოლიტიკურ მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისათვის“. განცახდების მიხედვით, მან ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო მიიღო.

„25 წელი – იმედი, იმედგაცრუება, პროტესტი; იმედი, იმედგაცრუება, პროტესტი – ესაა მანკიერი წრე, რომელზეც 25 წელი ვტრიალებთ. ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს მანკიერი წრე და ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს. ჩვენ უნდა შევცვალოთ ხალხი პოლიტიკაში, ჩვენ უნდა შევცვალოთ თავად პოლიტიკა და გვექნება შანსი შევცვალოთ ქვეყანა. ეპოქა დასრულდა! ჩვენ, უბრალოდ, უნდა გავაცნობიეროთ ეს! აღარ არის პოლიტიკაში არც უმეცრების, არც უსინდისოების ადგილი, ისინი მაინც იქნებიან, მაგრამ შევეცადოთ, რომ იყვნენ უმცირესობაში. რასგ პირდებით? ბრძოლას! ჩვენ ვიწყებთ პოლიტიკურ მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისათვის“! პაატა ბურჭულაძე ერთ-ერთი თქვენთაგანი”, -ნათქვამია განცახდებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი