სენაკში ერთი თვის წინ დაკარგული 8 წლის მოზარდის ცხედარი ცოტა ხნის წინ მდინარე “ტეხურაში” იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაცია “Newsportal.ge”-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოში დაუდასტურეს.
ცხედარი ექსპერტიზაზე ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.
შეგახსენებთ, რომ საქმეზე ერთი პირია დაკავებული, რომელიც დაუხმარებლობის მუხლით არის ბრალდებული.