ზუგდიდის საკრებულოს პირველად ქალი თავმჯდომარე ჰყავს

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში დღეს ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. “ქართული ოცნების” მიერ წეარდგენილ კანდიდატს ნატალია შეროზიას უმრავლესობამ ერთხმად დაუჭირა მხარი.

მისი არჩევის წინააღმდეგ კი ოპოზიცია წავიდა. “ნაციონალურ მოძრაობაში” განაცხადეს, რომ შეროზიამ სხდომაზე ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ვერ ჩამოაყალიბა.

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილმა თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში იყარა კენჭი და გაიმარჯვა. ამ დრომდე თავმჯდომარის მოვალეობას ყოფილი “რესპუბლიკელი” გიორგი თოდუა ასრულებდა.

ნატალია შეროზია პროფესიით ექიმია. თავმჯდომარედ არჩევამდე ის საკრებულოს სოციალურ საკითხთა და ჯანდაცვის კომისიას ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი