სენაკის საკრებულოში კვორუმის არარსებობის გამო საკრებულოს სხდომა ჩაიშალა. სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატები და ოპოზიციის ორი წევრი არ მივიდა. საკრებულოს შემდეგი სხდომა სამშაბათს, 28 დეკემბერს გაიმართება.
რეგლამენტის მიხედვით, იმისთვის რომ საკრებულოს სხდომა უფლებამოსილი იყოს, მას უნდა ესწრებოდეს წევრთა ნახევარი მაინც. სენაკის საკრებულოში 33 წევრია, 16 – ქართული ოცნების, 13 -ნაციონალური მოძრაობის, 4 კი პარტია საქართველოსთვის.