როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგულაციების შემსუბუქების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, შემსუბუქებები მიმდინარე კვირიდანვე ამოქმედდება.
„შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგებთან მჭიდრო კოორდინაციით, მათი და ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით. რაც შეეხება კითხვას, როდის შემოვა ვაქცინა, პირველი ვაქცინა, როგორც მე ჯანდაცვის მინისტრისგან მოვისმინე, მარტში შემოვა და წლის ბოლომდე ჩვენი მოსახლეობის 60%-ს ჩავუტარებთ ვაქცინაციას, რა თქმა უნდა, ეს ნებაყოფლობითი იქნება“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.