შემთხვევით არაფერი ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია – პატრიარქი

„შემთხვევით არაფერი არ ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლის”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სიონის ტაძარში, ქადაგებისას განაცხადა.

“ყოველ მარიამს და მთელ საქართველოს ვულოცავთ მარიამის დაბადების დღეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაბადების დღეს. ეს არის უდიდესი დღესასწაული, ეს არის დიდებული დღე, და საქართველო, თქვენ იცით, წილხვედრია ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ დღევანდელ წირვას ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი არჩილი და პარლამენტის წევრები. შემთხვევით არაფერი არ ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა. შეგეწიოთ ღვთისმშობელი დედა, გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და სრულიად საქართველოს”, – ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორემ დალოცა კიბოთი დაავადებული ყველა ადამიანი, განსაკუთებით ბავშვები და მოზარდები.

ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს მართლმადიდებლური სამყარო 21 სექტემბერს ზეიმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი