„შენების მოძრაობამ“ სენაკში მერობის კანდიდატი წარადგინა

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა  სენაკში მერობის კანდიდატი წარადგინა.  სენაკში მერობისთვის აპოლონ გარუჩავა იბრძოლებს.

დავით უსუფშვილმა მოსახლეობას მოძრაობის საარჩევნო პროგრამაც გააცნო და იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყნის სწორი შენებისთვის აუცილებელია. უსუფაშვილმა ყურადღება გაამახვილა ხელისუფლებაში პროფესიონალების მოსვლის აუცილებლობაზე და ქვეყნის შენების პროცესში ახლი თაობის ჩართვაზე. როგორც წარდგენისას მან აღნიშნა მათი მიზანია, გზა გაუხსნან მაღალი რანგის პროფესიონალებს, გაუზიარონ მათი გამოცდილება და ეს გამოცდილება მოახმარონ ქვეყნის სწორად შენებას.

კომენტარები

დატოვე კომენტარი