დაავადებათა კონტროლის ეროცნული ცენტრის დირექოტორის მოადგილე მოსახლეობას აფრთხილებს რომ შეზღუდვები გაიზრდება.
პაატა იმნაძის თქმით, შესაძლოა მთავრობას მოუწიოს დიდი თავშეყრის ადგილების მათ შორის ქორწილებისა და ქელეხების აკრძალვა.
“მოსახლეობა უნდა მოემზადოს, რომ შეზღუდვები რაღაც ეტაპზე მეტი გახდება. ეს იყო ჩვენი რეკომენდაცია მთავრობისათვის, რომ რაღაც ეტაპზე მეტი შეზღუდვა საჭირო გახდება. მაგალითად ეს არის პირველ რიგში ასკაციანი ქორწილები, ქელეხები… ეს არის შეზღუდვა ცხოვრების ჩვეულებრივი წესის. მაგრამ დადგება მომენტი, როცა ეს გასაკეთებელი შეიძლება გახდეს. ამიტომ ამისთვის წინასწარ უნდა ვიყოთ შემზადებული, რომ დიდი თავყრილობები შეიძლება მთავრობამ აკრძალოს. ყველაფერი სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ არ გვინდა მივიდეთ ისეთ სიტუაციამდე როგორზეც ზოგიერთი ევროპული ქვეყანა მივიდა და მერე გამოაცხადეს ასეთი ღონისძიებები”, – განაცხადა იმნაძემ.
12 მარტის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 24 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმში კი 295 ადამიანი იმყოფება.