შინაური ცხოველის მიტოვების შემთხვევაში მოქალაქე 3 000 ლარით დაჯარიმდება

“შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ” ახალი კანონპროექტის მიხედვით, ცხოველის მიტოვების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 3 000 ლარით, იურიდიული პირი კი 5 000 ლარით დაჯარიმდება

გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს მოქალაქეების დაჯარიმებას იმ შემთხვევაში თუ ცხოველებს არ ჩაუტარებენ შესაბამის ვაქცინაციას და სხვა საჭირო სამკურნალო-პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. ასევე, ჯარიმები წესდება ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნებისა და სტერილიზაცია/კასტრაციის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაშიც.

კომენტარები

დატოვე კომენტარი