კორპუსში 3-ზე მეტი შინაური ცხოველის მეზობლების ნებართვის გარეშე ყოლისთვის ჯარიმა 300 ლარი იქნება

ცხოველთა უფლებების შესახებ კანონპროექტი პარლამენტშია და საკომიტეტო მოსმენები 26 თებერვლიდან დაიწყება.

კანონპროექტის მიხედვით, წესდება შინაური ბინადარი ცხოველების გამრავლების მოთხოვნები. მათ შორის, ავტორიზებულ საშენების მიღმა შინაური ცხოველების გამრავლებაც კანონდარღვევა ხდება.

დარღვევის შემთხვევაში კი, კანონში განსაზღვრულია შესაბამისი სანქციების:

  • თვრამეტ თვემდე ან/და რვა წლის ან მეტი ასაკის ძაღლის გამრავლება, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
  • შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება ცხოველის ჯანმრთელობისა და ჯიშიანობის და გამრავლებაზე ვარგისიანობის ცნობის გარეშე,- გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. ქმედების განმეორებით ჩადენა, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
  • ნარევი (მეტისი) ჯიშის (გარდა სელექციის შემთხვევისა), ან არარეგისტრირებული, ან გენეტიკური დაავადების მქონე ძაღლის ან/და კატის გამრავლება, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმის მოცულობა მცირდება და განმეორებითი კანონდარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
  • შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ავტორიზაციის გარეშე, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედების შემთხვევაში, ფიზიკური პირები 3000 ლარით, იურიდიული პირები კი 4000 ლარით დაჯარიმდებიან.
  • მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის გამრავლება ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით,- გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედების შემთხვევაში, ფიზიკური პირები აქაც 3000 ლარით, იურიდიული პირები კი 4000 ლარით დაჯარიმდებიან.
  • საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პოტენციურად მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის იმპორტის, გამრავლების თაობაზე აკრძალვისა და დროებითი შემოყვანის წესის დარღვევა,- გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

ასევე, წესდება მოთხოვნები, ვეტერინარული დაწესებულების, შინაურ ბინადარ ცხოველთა თავშესაფრის, საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფრის, დროებითი მოთავსების ობიექტის (სასტუმრო), საშენის, კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულებებისთვის.

კომენტარები

დატოვე კომენტარი