შოთიკო ცირგაიას ოჯახმა ზუგდიდის საავადმყოფოსთან მორიგი აქცია გამართა

19 წლის გარდაცვლილი ახალგაზრდის შოთიკო ცირაგაიას ოჯახის წევრებმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოსთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს და ცირგაიას მკურნალი ექიმის დასჯა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. მათ საავადმყოფოს შესასვლელი კარის გადაკეტეს, რის შემდეგაც გარდაცვლილის მშობლები საავადმყოფოს ადმინისტრაციამ მიიღო, თუმცა როგორც ოჯახი ამბობს, უშედეგოდ.

ახალგაზრდის დედის განცხადებით, მისი შვილის სწორედ ექიმების დაუდევრობის გამო გარდაიცვალა და მკურნალი ექიმი უნდა დაისაჯოს.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერი განმარტავს, რომ კონკრეტულ სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დასკვნა გახდება ცნობილი.

შოთიკო ცირგაია საავადმყოფოში გასული წლის ნოემბერში გართულებული პნევმონიის დიაგნოზით მიიყვანეს. ოფიციალური ინფორმაციით, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი თბილისში გადაჰყავდათ, თუმცა გზაში გარდაიცვალა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი