შსს: “სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს რეგიონებში, მათ შორის სამეგრელოში გზებზე გადაადგილება რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლების მუშაობის შედეგად ამ ეტაპზე ამ დროისთვის სრულად აღდგა. გზებზე არსებულ ვითარებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

“საქართველოს ზოგიერთ რეგიონში, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ავტოტრანსპორტის გადაადგილება ცალკეულ მონაკვეთებზე დროებით შეფერხდა. უხვი ნალექის გამო საავტომობილო გზები დაიტბორა და მოქალაქეები გარკვეული შეზღუდვებით გადაადგილდებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები სტიქიის ზონებში სატრანსპორტო მოძრაობას არეგულირებენ და მოქალაქეებს გადაადგილებაში ეხმარებიან”, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი