ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნენ

სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები გაეცნენ. ილია ბეგაშვილმა სენაკში და გიგა კაციამ მარტვილში არსებული სიტუაციას ადგილზე შეისწავლეს და სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერს.

გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობას იღებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოხალისეები.

სენაკში ჭავჭავაძისა და მიმდებარე ქუჩებზე უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა. ასევე, პრობლემები შეიქმნა სოფელ ძველ სენაკში, ხორშში, კოტიანეტში, ლეძაძამეში, უშაფათში, სორტში და სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში. ადიდებულმა მდინარემ დაანგრია ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი და ბეთლემის საცალფეხო ხიდი.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა მარტვილის მუნიციპალიტეტშიც. ადიდებულმა ღელეებმა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები დატბორა: ბანძაში, დიდი ჭყონში, გურძემში, სალხინოში, ტალერში, აბედათში, ნაჯახაოში, დოშაყეში, ნახუნაუსა და კურზუში. ხუნწში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად ჩამოინგრა რომან თოფურიას საცხოვრებელი სახლი, ოჯახი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას. დაზარალებულებს საცხოვრებელ ფართს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია უქირავებს.

ძლიერმა წვიმამ, ასევე პრობლემები შეუქმნა აბაშის, ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებს.

უხვმა ნალექმა შიდა გზები, სანიაღვრე არხები და ხიდბოგირები დააზიანა. რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. პრობლემებია ელექტრო მომარაგებასთან დაკავშირებით, გადამცემი ხაზების დაზიანების გამო ელექტრო ენერგია არ მიეწოდება მარტვილი მუნიციპალიტეტის სოფლებს. აღდგენით სამუსაოებს ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომლები აწარმოებენ.

ყველა პრობლემურ მუნიციპალიტეტში მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი