სამი თვის წინ გარდაცვლილი 19 წლის შოთიკო ცირგაიას დედამ შიმშილობა შეწყვიტა. ირინა წურწუმია თქმით, პროკურატურამ მას ექსპერტიზის პასუხი უჩვენა.
„ჩემმა ერთ დღიანმა შიმშილობამაც კი გამოიღო შედეგი, ექსპერტიზის პასუხი მიჩვენეს. იქ გარდაცვალების ზუსტი დრო არ წერია, თუმცა წერია, რომ გარდაიცვალა ექსპერტიზის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათით ადრე. ვინაიდან სხვა საგამოძიებო მოქმედებებს დრო სჭირდება, შიმშილობის აქციას ვწყვეტ. იმედი მაქვს, სიმართლე გაირკვევა და კითხვის ნიშნები არ დარჩება“, – განაცხადა წურწუმიამ.
შეგახსენებთ, რომ შვილის სიკვდილში ცირგაიას ოჯახი ზუგდიდის საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებს და მათ სათანადო დასჯას ითხოვს.