ზუგდიდში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში არსებულ „ოდიშის კულტურის სახლს“, სადაც ზუგდიდის გამგეობა უკრაინული დელეგაციის პატივსაცემად კონცერტს მართავს, დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. როგორც ზუგდიდის გამგეობაში აცხადებენ, მოხდა ავარიული გამორთვა, თუმცა ამ დროისთვის ენერგომომარაგება აღდგენილია.
კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ მართლაც ავარიული გამორთვა იყო.
ამ წუთებში კონცერტი გრძელდება. მანამდე კი ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა სტუმრებს უშუქება არ აგრძნობინეს და ღირსეულად წარსდგნენ მაყურებლის წინაშე.
დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, უკრაინელ ქალთა დელეგაციას მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში, მხარეებს შორის სამუშაო შეხვედრები გაიმართა.