საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის ვალი არის შემცირებული.
“მთავრობის ვალი არის შემცირებული. მინდა ყველას შევახსენო, რომ ორი წლის წინ მთავრობის ვალი 60%-ზე მეტს შეადგენდა მშპ-სთან მიმართებით. ეს პროცესი აქტიურად დავიწყეთ და თითქმის 38%-ზე არის ჩამოსული მთავრობის ვალი. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ სიღარიბე და უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე. მთავრობის რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე, 5,5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. ასევე მინდა ვთქვა, რომ ბოლო 10 წელიწადში ჩვენი მოქალაქეების დეპოზიტები, რომელიც განთავსებულია კომერციულ ბანკებში, თითქმის გაათმაგებულია. სულ სხვა ეკონომიკა არის წელს, ვიდრე 10 წლის წინ იყო“, -განაცხადა პრემიერმა.