სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობა აღიარა

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ განაცხადეს.

ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სირიისა და „სამხრეთ ოსეთის“ ერთმანეთის აღიარებისა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილება დღეიდან შედის ძალაში.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ კი განაცხადა, რომ „აფხაზეთსა და სირიის არაბულ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება დაიდო“.

ინფორმაციას ადასტურებს სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

„სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის, მადლიერების ნიშნად, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი