სკოლის მოსწავლეები 4 დღით დაისვენებენ

მიმდინარე წელს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით სკოლის მოსწავლეები 4 დღით დაისვენებენ.
სკოლებში სასწავლო პროცესი 26 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით შეჩერდება. ამავე პერიოდში დაისვენებენ საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებიც.
წელს აღდგომის დღესასწაულს მართლმადიდებელი სამყარო 28 აპრილს აღნიშნავს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი