ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შამგონას ადმინისტრაციულ ერთეულში, (ღურწკაიას უბანში) მდინარე ენგურზე ნაპირსამაგრი მოეწყობა.
ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოებისთვის 160 980 ლარი დაიხარჯება.
უწყების ცნობით, ასევე მოეწყობა ნაპირსამაგრი შამგონაში, დაზიანებული დამბის ტერიტორიაზე, რისთვისაც 225 280 ლარია გამოყოფილი.
პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტუირის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით ხორციელდება.
ნაპირსამაგრის მოწყობა იგეგმება ასევე კოკის, ორსანტიასა და ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულებში.