სოფელ ხაბუმეს წყალმომარაგება გაუუმჯობესდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეს რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია დასრულდა.

სამუშაოების ფარგლებში, 2300 მეტრი სიგრძის სრულიად ახალი ქსელი მოეწყო და მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა. სოფლის მოსახლეობის ნაწილი და სკოლა წყალმომარაგების ქსელის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში წყალს ვერ იღებდა.

სამუშაოების დასრულების შედეგად, ათეულობით მაცხოვრებელი და სოფლის სკოლა 24 საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სახსრებით განხორციელდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი