სოხუმის დაცემის დღიდან 24 წელი გავიდა

სოხუმის დაცემის დღიდან 24 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით,  ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა სული მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა.

პანაშვიდს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, თბილისის მერი დავით ნარმანია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ბრძოლა ერთიანობისთვის 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.  ქართული მხარის მიერ ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი