ლევან მაკალათია მოსახლეობას – ჩემი პრიორიტეტი ის იქნება, რაც თქვენთვისაა მნიშვნელოვანი

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის მერობის კანდიდატი ლევან მაკალათია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრებს განაგრძობს.

მერობის კანდიდატი სოფელ კვათანის, კაპანისა და გეზათის მოსახლეობას შეხვდა.

„აბაშის მუნიციპალიტეტში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ხელისუფლება კვლავ თქვენს გვერდითაა. ამიტომ, გამარჯვების შემთხვევაში, ჩემი პრიორიტეტი ის იქნება, რაც კონკრეტულად თქვენს სოფელს აწუხებს და რაც თქვენთვისაა მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

ლევან მაკალათიამ აღნიშნული სოფლების მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი