სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სპეცრაზმელი გარდაიცვალა

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სპეცრაზმელი გარდაიცვალა.  ინფორმაცია, ინგოროყვას კლინიკის ექიმმა დაადასტურა. სპეცრაზმელს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ოპერაცია უტარდებოდა. ის თავის არეში იყო დაჭრილი.

სხვა დაჭრილების ან დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება

თბილისის გარეუბანში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი ეჭვმიტანილის დაკავების კონტრტერორისტული სპეცოპერაცია გუშინ ღამით დაიწყო.

 

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი