SSA Marine-ის ვიცე-პრეზიდენტი ანაკლიას ეწვია

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი პორტოპერატორის SSA Marine-ის ვიცე-პრეზიდენტი ანაკლიას ეწვია. ბობ ვოტერსმა ანაკლიის პორტის პროექტის ტერიტორია დაათვალიერა.

ანაკლიის პორტის ოპერირებასთან დაკავშირებით ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მოლაპარაკებასმსოფლიო კლასის პორტოპერატორთან SSA Marine-თან მართავს. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ვოტერსი მოლაპარაკების ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსაც შეხვდა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პორტის ოპერატორის გამოსავლენად მოლაპარაკებს მსოფლიოს რამდენიმე წამყვან კომპანიასთან მართავს. პორტის ოპერატორის გამოვლენა 2017 წლის პირველ კვარტალში იგეგმება.

აშშ-ის უმსხვილესი სანავსადგურე სატერმინალო ოპერატორის, SSA Marine-ის სათავო ოფისი სიეტლშიმდებარეობს. კომპანიის მფლობელობაშია ტერმინალები მსოფლიოს 9 ქვეყანაში. ოფიციალურიინფორმაციით, SSA Marine წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ამუშავებს. SSA Marine-ისსაქმიანობის სფეროს ასევე განეკუთვნება მშრალი ტვირთის დამუშავება და სამგზავრო-საკრუიზო გადაყვანები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი