სტიქია სამეგრელოში – დატბორილია ეზოები და სახნავ-სათესი

უხვმა ნალექმა სამეგრელოში მუნიციპალიტეტების ნაწილს პრობლემები შეუქმნა. ჩხოროწყუში მდინარეები ადიდდა, დაიტბორა სახლების და ეზოების ნაწილი, ასევე, სავარგულები.

მერიის ინფორმაციით, შექმნილ მდგომარეობას ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლები გაეცნენ.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა წალენჯიხის სოფელ საჩინოს ცენტრალურ საავტომობილო გზაზეც. ჩამოირეცხა შიდა საუბნო გზები,დაზიანდა ნაპირდამცავი ჯებირები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი