სტუდენტებს, რომელთაც ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი შეჩერებული ჰქონდა, დავალიანება გაუნულდება – პრემიერი

პრემიერის გადაწყვეტილებით, 30 000-მდე სტუდენტს, რომელთაც ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი შეჩერებული ჰქონდა, დავალიანება გაუნულდება და სურვილის შემთხვევში სწავლის გაგრძელებას იგივე უმაღლეს სასწავლებელში შეძლებენ. 

პრემიერის თქმით, საუბარია 40 მილიონ ლარამდე სწავლის საფასურის დაფარვაზე.

“მინდა შევეხო ერთ პრობლემას, რომელიც ყველას აწუხებს, ეს არის ე.წ. სტატუს შეჩერებული სტუდენტების საკითხი. მე მოვიკითხე და განათლების მინისტრისგან მოვისმინე დეტალური ინფორმაცია. დაახლოებით 30 000-მდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული სტატუსი  ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ყველა ამ სტუდენტს, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდება დავალიანება, სურვილის შემთხვევაში კი, მათ შეეძლებათ აღიდგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა თავიანთ უნივერსიტეტებში. 

ეს არის დაახლოებით 40 მილიონი ლარის დავალიანება, ამიტომ, მე მინდა მთავრობის სხდომაზე საჯაროდ მივმართო ჩვენს მინისტრებს, დავავალო განათლებისა და ფინანსთა  მინისტრებს, რომ დღესვე დაიწყონ კომუნიკაცია და სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს აღნიშნული საკითხი,” – განაცხადა პრემიერ0მინისტრმა დღეს გამართულ  თავრობის სხდომაზე.   

კომენტარები

დატოვე კომენტარი