ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს ლევან შონიას კითხავენ.
როგორც “Newsportal.ge”-ს სუს-ის პრესსამსახურიდან აცნობეს, ყოფილი გუბერნატორი ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იკითხება.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
პარალელურად სუს-ის ზუგდიდის ოფისში ამავე საქმეზე გამოკითხვაზე იმყოფება გუბერნატორის ყოფილი მოადგილე დავით კოდუა. უწყებაში ასევე დაკითხეს ზუგდიდის მერიის ეკონონიკური სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია.
შეგახსენებთ, რომ ლაშა გოგიას წინააღმდეგ გამოძიება ქრთამის აღების მუხლით მიმდინარეობს.