ლევან შონიამ სუს-ის შენობა დატოვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა სამ საათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა.

ყოფილ გუბერნატორს მედიასთან კომენტარი დეტალებზე არ გაუკეთებია.

“ვუპასუხე, რა კითხვებიც ჰქონდათ”, აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ლევან შონია ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხა, რომელიც შესაძლო ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო.

ამ დრომდე გამოკითხვაზე რჩება გუბერნატორის ყოფილი მოადგილე დავით კოდუა სუს-ის ზუგდიდის ოფისში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი