აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე სუკხან თამაზაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე განაცხადა.
პრემიერის თქმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში, საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე.
პრემიერმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს გეკა გელაძე წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა გეკა გელაძის მინისტრობის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ სისტემურ რეფორმებსა და ცვლილებებს გაუსვა ხაზი და მას ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა.

