სუსი ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის საქმიანობას სწავლობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ააიპ „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი“-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო.

ამის შესახებ განცხადება თავად უწყებამ გაავრცელა, თუმცა განცხადებაში დეტალებზე საუბარი არაა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “Newsportal.ge” ააიპ-ის დირექტორ ზვიად ქარჩავას დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ “ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრს ყველაფერი წესრიგში აქვს”. კონკრეტულ დეტალებზე არც ქარჩავა საუბრობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი