სვანეთში დაკარგული ბავშვის სამძებრო სამუშაოებში 80-მდე მაშველია ჩართული

სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის, ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოებში 80-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ტერიტორიის მონიტორინგი დრონების საშუალებით ხორციელდება.

13 წლის მოზარდს სვანეთის გარდა, შავი ზღვის სანაპირო ზოლზეც ეძებენ.

ცნობისთვის, ოჯახის ინფორმაციით, 13 წლის მოზარდი სახლიდან ველოსიპედით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი