თბილისში შემზღუდავი ღონისძიებების დაწესებასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში ფართომასშტაბიანი შემზღუდავი ღონისძიებების დაწესებაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

„შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილებებს, რა მასშტაბის, როგორი და ა.შ. იღებს საკოორდინაციო საბჭო. წერტილოვანი შეზღუდვები რა თქმა უნდა, ხორციელდება. რაც შეეხება, ფართომასშტაბიან ღონისძიებებს, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. რა ტიპის იქნება ეს შემზღუდავი ღონისძიებები ან იქნება თუ არა, ამაზე გადაწყვეტილება, იმედი მაქვს, მიღებული იქნება ორშაბათს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე და ყველასთვის გახდება ცნობილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი