თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით საშობაოდ დამატებითი სარკინიგზო რეისები დაინიშნა

“საქართველოს რკინიგზამ” შობის დღესასწაულისთვის გაზრდილი სამგზავრო ნაკადის გამო დამატებით რეისები დანიშნა, მათ შორის თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით.

უწყების ინფორმაციით, 7 იანვარს, ჩვეული გრაფიკით მიძრავი მატარებლების გარდა, დამატებითი რეისების განრიგი ასეთია:

თბილისი-ზუგდიდი-თბილისი – გასვლა 08:50 – ჩასვლა 14:43. გამოსვლა 17:05 – ჩამოსვლა 22:45.

კომენტარები

დატოვე კომენტარი