გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულდა, – ინფორმაცია სუს-მა დაადასტურა. სხვა დეტალებზე სუს-ში ამ დროისათვის კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ. მიმდებარე ტერიტორიას სპეცდანიშნულების რაზმი ტოვებს. ინტენსიური შტურმი დაახლოებით 5 საათი გრძელდებოდა. გავრცელებული ცნობით, სპეცოპერაცის შედეგად, ერთ-ერთი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ლიკვიდირებულია.
სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გუშინ, 21 ნოემბრის ღამიდან დაიწყო. სუს-ის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს. მათივე ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი.
სპეცოპერაციის დროს დაიჭრა ერთი სპეცრაზმელი, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში ცოტახნის წინ გარდაიცვალა.
სუს-ში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მათივე ინფორმაციით, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია.
იგივე თემაზე იხილეთ ლინკი:
http://newsportal.ge/specoperaciis-dros-dachrili-specrazmeli-gardaicvala/