თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრები გაიხსნება – მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრები გაიხსნება.

როგორც მინისტრმა განმარტა, აღდგება თუ არა ტრანსპორტის მოძრაობა, ან რომელი სფერო გაიხსნება სავაჭრო ცენტრების შემდეგ, აღნიშნულთან დაკავშირებით, იანვრის ბოლოს იმსჯელებენ.

“პირველი თებერვლისთვის ვგეგმავთ, რომ გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და მოლები, ამის შემდეგ უკვე ჩვენ საუბრები გვექნება ბიზნესის დანარჩენ წარმომადგენლებთან, სადაც გადავიტანთ იგივე ფორმატს, რომელიც იქნება წარმატებული სავაჭრო ქსელებში. კონკრეტულად გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და რომელი შემდეგი სფერო იქნება გახსნილი, ამაზე ვიზრუნებთ და ვიმსჯელებთ იანვრის ბოლოს, როცა გვექნება უფრო მეტი სიცხადე, თუ რა რეგულაციებს დავაწესებთ კონკრეტულად თითოეულ ბიზნესში და რომელი რეგულაცია იქნება მეტად ეფექტური“, – განაცხადა ტიკარაძემ და იქვე დასძინა: “ყველა სფერო არ გაიხსნება”.

კომენტარები

დატოვე კომენტარი