ტემპერატურა +22 გრადუსამდე მოიმატებს – როგორი ამინდი იქნება ზამთრის პირველ კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს.

ქ. თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი