თეთნულდზე ჩამოწოლილ ზვავს სამი ტურისტი ემსხვერპლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის შედეგად დაკარგული იყო 6 ადამიანი.

ტურისტული ჯგუფის დაკარგული წევრები მთის კურორტების განვითარების კომპანიის მაშველებმა იპოვეს. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 3 ადამიანი. მაშველებმა მოახერხეს ზვავში მოყოლილი 3 მოქალაქის გადარჩენა. მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დაშავებული ტურისტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმების მიერ, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მესტიიდან გადაყვანილია თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი