ტოჩინოშინი საქართველოში დაბრუნდა

ლევან გორგაძე იაპონიიდან საქართველოში დაბრუნდა. აეროპორტში მას, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები დახვდნენ.

“ძალიან ბედნიერი ვარ. არ მეგონა, თუ ამდენი ხალხი დამხვდებოდა. ეს ნამდვილად სიურპრიზია ჩემთვის და ცოტას ვნერვიულობ”, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ტოჩინოშინმა.

ქართველმა სეკიტორმა სამახსოვრო ფოტოების გადაღებისა და ხელმოწერების დარიგების შემდეგ აეროპორტი დატოვა.

გორგაძე საქართველოში ოძეკის რანგში ჩამოვიდა. ეს წოდება მან ბოლო ჩატარებული ბაშოს შემდეგ მიიღო. ქართველი მებრძოლი სუმოს ისტორიაში მე-3 ევროპელი და პირველი ქართველი ოძეკი გახდა.

მომდევნო „ნაგოია ბაშო“ 8 ივლისიდან 22 ივლისამდე გაიმართება.

 

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი