წალენჯიხაში 3 საათიანი აქცია-პიკეტი შეწყდა

წალენჯიხაში სოფელ ნაკიფუს მოსახლეობის სამ საათიანი აქცია-პიკეტი შეწყდა. აქციის მონაწილეებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ და აღნიშნული გზის მშენებლობის პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროს დავით კოდუას ინფორმაციით, პროექტირებაზე მუშაობა უკვე დასრულდა და ამ ეტაპზე დაფინანსების საკითხი წყდება.

,,ეს იყო პრობლემური გზა თავის დროზე 2011 წელს. მუნიციპალიტეტი მის მშენებლობას მწირი ბიუჯეტის გამო ვერ გაწვდება. ამიტომ ეს პროექტი წარდგენილი გვაქვს, მუნიციპალური განვითარების და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდებში. თუ სამოქმედო გეგმის მიხედვით ვიხელმძღვანელებთ, სამშენებლო სამუშაოები იანვარში დაიწყება, თუმცა ველოდებით მასშტაბურ ეკონომიებს და თუ იქნება ეკონომიები, ეს პროექტი ამოიწევა წინა პლანზე, რადგან არის პრიორიტეტული საკითხი და ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ იმას, რაც პრიორიტეტულია”, – განაცხადა კოდუამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი