სოფელ ნაკიფუს მოსახლეობა გზის მშენებლობას ითხოვს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუს მოსახლეობამ, წალენჯიხა-ზუგდიდის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტა. ნაკიფუელები სოფელში მისასვლელლი გზის მშენებლობას ითხოვენ და ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

,,წლებია უკვე ჩვენს სოფელს გზა არ აქვს და ათი წუთის ნაცვლად საათზე მეტს ვუნდებით სახლებში მისასვლელად. ზოგ ადგილას გზა მეწყრერისგანაა დაზიანებული და იქ გავლა სიცოცხლისთვისაც კი საშიშია. სასწრაფო, რომ გამოვიძახოთ შეიძლება ვერც კი მოუსწროს ცოცხლად ადამიანს. ბევრს არაფერს ვითხოვთ 21-ე საუკუნები გზის და წყლის პრობლმის მოგვარება ხომ ელემენტარულია” – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი ლუკავა მივიდა, რომლის ინფორმაციით, აღნიშნული გზა უკვე დაპროექტებულია.

“სოფელ ნაკიფუში მისასვლელი გზა 2011 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და მალევე გაფუჭდა, ჩვენ უკვე დავაპროექტეთ ამ გზის მშენებლობა და ველოდებით დაფინანსებაზე პასუხს რეგიონული განვითარების ფონდიდან. შესაძლოა, ამ პრობლემის მოგვარება წელსვე დაიწყოს და გახდეს გარდამავალი პროექტი, გზის მშენებლობისთვის დაახლოებით 3,5 მილიონი ლარია საჭირო. რაც შეეხება წყლის პრობლემას, ნაკიფუში ჩვენ ვახორციელებთ 900 000 ლარიან პროექტს, რომლის ფარგლებშიც გაკეთდა 2 ჭაბურღილი, უკვე მიმდინარეობს დაქსელვის პროცესი და წლის ბოლომდე წყლის პრობლემა მოგვარებული იქნება” – განაცხადა გიორგი ლუკავამ.

აქცია ამ წუთებშიც გრძელდება და გზა პიკეტირებულია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი