წალენჯიხაში მამაკაცი ნადირობისას გარდაიცვალა

წალენჯიხაში უბედური შემთხვევა მოხდა. სანადიროდ წასული მამაკაცი სავარაუდოდ, შემთხვევით გასროლის შედეგად გარდაიცვალა.

შემთხვევა სოფელ მუჟავას ტყეში მაშინ მოხდა, როცა რამდენიმე პირი სანადიროდ იყო წასული. გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.

მომხდარზე გამოძიება 116-ე, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

ბრალდებული დაკავებულია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი