უხვმა ნალექმა სენაკის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. წყალდიდობამ სათესები და მუნიციპალური ინფრასტრუქტურა დააზიანა.
დაიტბორა ქუჩები, წყალმა რამდენიმე ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები დააზიამა. ასევე დაიტბორა სახნავ-სათესი ფართობები. დაზიანდა ადმინისტრაციული ერთეულების შიდა გრუნტოვანი გზები და ხიდების ნაწილი.

