“თუ არ გაუყრია შენთვის, პატიმრობას არ თვალისწინებს” – ზუგდიდის მერიის თანამშრომელი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებული “ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის” დირექტორის მოადგილე გაფრთხილების მიუხედავად სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი სტატუსებისა და კომენტარების წერას განაგრძობს.

ზაზა ფარცვანიამ ამჯერად კომენტარი თამთა თოდაძის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა. თოდაძე თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

„თუ არ გაუყრია შენთვის, პატიმრობას არ ითვალისწინებს“, – წერს ფარცვანია.

აღნიშნულთა დაკავშირებით მას ადგილობრივი მედია დაუკავშირდა. ეს უკანასკნელი საუბარში აცხადებს, რომ მისი კომენტარი შეურაცხმყოფელი არაა.

“ქართული ნებისმიერი სიტყვა შეიძლება გამოიყენო კარგად, ან ცუდად. ვინ როგორ შეხედავს, იმაზეა დამოკიდებული”, – განუცადა livepress-ს ბიბლიოთეკის თანამშრომელმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი