თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო

თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ტვიტერზე დაწერა.

ერდოღანმა სირიის ჩრდილოეთით სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. მისი თქმით, ოპერაციის მიზანი თურქეთის საზღვარზე, სირიის ტერიტორიაზე ქურთული თავდაცვის ძალებისგან გათავისუფლება და უსაფრთხო ზონის შექმნაა.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ თურქეთის სამხედრო ოპერაციას ხელს არ შეუშლია, მაგრამ არც მასში მონაწილეობას აპირებს. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ მათ ოპერაციის ადგილიდან, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხედროები გამოჰყავთ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი