თუ ბანკზე თავდამსხმელმა საზღვარი გადმოკვეთა, სოხუმი მას თბილისს გადასცემს – სერგეი შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას განცხადებით, თუ დამნაშავემ, რომელმაც ზუგდიდში ბანკზე თავდასხმა განახორციელა, „საზღვარი“ გადაკვეთა, სოხუმი მას თბილისს გადასცემს.

გამოცემა SOVA-ის ინფორმაციით, შამბა არარეალურს უწოდებს თავდამსხმელის მიერ აფხაზეთში შესაძლო გადასვლის ფაქტს, თუმცა, მისივე თქმით, რეგიონში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

კითხვაზე, დაკავების შემთხვევაში გადასცემს თუ არა დამნაშავეს აფხაზური მხარე თბილისს, შამბამ უპასუხა: “რა თქმა უნდა”.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი