კორონავირუსის 1595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ამასთან, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით 178 ადამიანია გარდაცვლილი. გამოჯანმრთელდა კიდევ 398 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 401.

ასევე, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4408 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 3155 პირი. კოვიდ სასტუმროში მკურნალობს 1848 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

სულ საქართველოში კორონავირუსის 22803 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები

დატოვე კომენტარი