ჟურნალისტი ჯერემი ფრანკელი გამოცემა spect
„ბევრი ადამიანი ატრიალებს თვალებს, როდესაც იგებს „დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის“, მაგრამ ეს სიმართლეა. არსებობსმრავალი ქვეყანა მსოფლიოში, რომლებიც არ მისდევენ დემოკრატიულ პრაქტიკას და ქვეყნები, რომლებიც იბრალებენდემოკრატიულობას, მაგრამ ყოველდღიურად შორდებიან პირადი თავისუფლების განცდას.
დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის. მაგრამ ეს საფრთხე არაა სააშკარაოზე გამოტანილი, იგი ფარულია. იგი არჩევნებში ჩარევისფორმით, ეკონომიკის კონტროლის და არეულობის წამოწყების ფორმით გვევლინება. ჩვენ ვნახეთ მსგავსი კონსპირაციებიშეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში და სხვა დასავლურ ქვეყნებში, ახლა კი ვხედავთ მის სრულ ძალას საქართველოსრესპუბლიკაში.
ამჟამად საქართველო პროდასავლური ქვეყანაა, რომელიც ცდილობს გაექცეს რუსეთის რეპრესიულ ჩარევას და შეუერთდესდემოკრატიულ დასავლურ ალიანსს. ისევე როგორც ცივი ომი – ომი გავლენისთვის, სუბვერსიისთვის და ანტაგონიზმისთვის, ესკონფლიქტი დღესაც მიმდინარეობს. ცივი ომის პერიოდში, საბჭოთა კავშირი ცდილობდა მსოფლიოს დაპყრობას და თავიანთიშეხედულებების დანერგვას ყველა ქვეყანაში. დღევანდელი რუსეთი დიდად არ განსხვავდება ხსენებულისგან. რუსეთისპრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ისევ ცდილობს, გახადოს ყველა ქვეყანა უფრო რუსული, დემოკრატიის შეზღუდვით, ნაკლებიმიღების და ნაკლები თავისუფლების გზით.
ეს ბიძგი ძლიერად იგრძნობა საქართველოში, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდშია – მანამდე, სანამ ერი შეცვლისსაპარლამენტო მმართველობის ფორმას, სადაც პრეზიდენტი აირჩევა საარჩევნო კოლეგიით და არა ხმების რაოდენობით. 25 კანდიდატიდან, მხოლოდ ორია დარჩენილი.
სალომე ზურაბიშვილს აქვს პროდასავლური ღირებულებები, აქვს ძლიერი კავშირები სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებთან დაშეერთებულ შტატებთან და არის თავდადებული მხარდამჭერი ადამიანებს შორის თანაბრობის.
გრიგოლ ვაშაძე არის ყოფილი სსრკ-ის ოფიციალური პირი, ვისი ფესვებიც რუსეთშია. ის ამტკიცებს, რომ პრო-დასავლურიფასეულობები აქვს, მაგრამ მისი ჩანაწერები აშკარად ამბობს საპირისპიროს.
თუ ვაშაძე გაიმარჯვებს, სავარაუდოდ რუსეთი წაგვართმევს საქართველოს და მათ დემოკრატიულ ფასეულობებს. თუზურაბიშვილი გაიმარჯვებს, ჩვენ ვიხილავთ იმ გზის გაგრძელებას, რომელიც მიგვიყვანს დემოკრატიულ საქართველომდე.
მისი, როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეების დიპლომატის და ქართველი პოლიტიკოსობის, ათწლეულობით გამოცდილებისგამოყენებით, ზურაბიშვილი აპირებს, რომ მიმართოს საქართველო ევროკავშირისკენ და ნატოსკენ, ორი დასავლური ორგანიზაციასაუკეთესო დემოკრატიულობით, რომლებიც გახდიან საქართველოს თავის ძლიერ მოკავშირედ, ქვეყანას, რომელიც ამჟამადრუსეთის ჩრდილში ცხოვრობს.
სალომე ზურაბიშვილი ერთგულია თავისუფალი სიტყვის, პრესის, თანაბრობის და ეკონომიკის მიმართ. მისი გეგმაა გააერთიანოსსაქართველო, და გახადოს დემოკრატიულ ხელშეუხებელ ციხესიმაგრედ და გახადოს საქართველო ევროპისგან განუყოფელი. მასაქვს სტრატეგია, რომ დაარწმუნოს ყველა ქართველი, რომ ისინი თანაბრად ფასეული არიან და შეუძლიათ შეძლებისდაგვარადშეუწყონ აღმშენებლობაში ხელი, ნებისმიერი დესტაბილიზაციის მიუხედავად. ამ დროს, როდესაც მოძრაობა #MeToo ძლიერდებაქალთა უფლებების დაცვის მხრივ დასავლურ ქვეყნებში, ზურაბიშვილი შესაძლოა გახდეს პირველი ქალი პრეზიდენტისაქართველოში, ისევე როგორც ის იყო პირველი ქალი საგარეო საქმეთა მინისტრი. იგი არის ძლიერი მცველი ქართლი კულტურისშენარჩუნების, რომელის გაქარწყლება ცადა საბჭოთა კავშირმა ათწლეულების წინ.
მეორე მხრივ, გვყავს ვაშაძე, რუსეთის ფავორიტი ამ რბოლაში. ვაშაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ამაყობს მისი ხანგრძლივიკარიერით როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ოფიციალური პირი, სადაც ის მუშაობდა აერონავტიკასა და ბირთვულშეიარაღებაზე. იგი ირწმუნება, რომ არ ქონია კავშირი KGB-სთან, მაგრამ მისი წარსული სამუშაო ადგილმდებარეობა დადღევანდელი ტაქტიკები გვარწმუნებს საპირისპიროში. რაც კიდევ უფრო გამაოგნებელია, მას ჰქონდა ორმაგი რუსეთის დასაქართველოს მოქალაქეობა 2009 წლამდე. მან როგორც იქნა თქვა უარი რუსეთის მოქალაქეობაზე, როდესაც თვეობით აკრიტიკესმისმა საქართველოს მთავრობის კოლეგებმა; მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მან არ თქვა უარი რუსეთის მოქალაქეობაზე, 2008 წელს საქართველო და რუსეთს შორის ომის დაწყებისას, როდესაც რუსეთი უკანონოდ შემოიჭრა საქართველოში თავისი ჯარით. ამაგრესიული ინციდენტის მანძილზე ვაშაძე რჩებოდა რუსეთის მოქალაქედ.
მომავალი პრეზიდენტის არჩევანი აშკარა უნდა იყოს. სამწუხაროდ, რუსეთი დაუბრუნდა თავის ძველ ხრიკებს და აკეთებსყველაფერს იმისთვის, რომ იმოქმედოს არჩევნებზე. რუსეთი ცდილობს ცილი სწამოს ზურაბიშვილის, თითქოს ის მათი მეგობარია– რომლის ოჯახიც იძულებული იყო გაქცეულიყო წითელი არმიისგან 1920 წელს. ზურაბიშვილი დაიბადა და გაიზარდასაფრანგეთში, პრაქტიკულად საბჭოთა აგრესიის გამო იქნა გამოძევებული საკუთარი მამულიდან. ბოლო ორი ათწლეულისგანმავლობაში, იგი დაბრუნდა საქართველოში და აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ შემოიტანოს დასავლური ფასეულობებითავის ქვეყანაში.
ჩვენ დასავლეთში ხშირად არ ვფიქრობთ, ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ბედზე. მაგრამ უნდა ვფიქრობდეთ. ერები როგორიც არისსაქართველო, არიან ახალი ცივი ომის დაწყების პირას, რამდენადაც მათ უჭირთ სუვერენიტეტის შენარჩუნება რუსეთის მხრიდანაგრესიული ჩარევების გამო.
ჩვენ გვჭირდება მეტი ქვეყანა მსოფლიოში, რომლებიც მხარს უჭერენ დემოკრატიას და ებრძვიან ისეთ ანტაგონისტურ ქვეყნების, როგორიც არის რუსეთი. ჩვენ გვჭირდება პროდასავლური, დემოკრატიული საქართველო”, – წერს ჟურნალისტი ჯერემი ფრანკელი.