უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების პრონოზსს აქვეყნებს.

“9 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 11 ოქტომბრის შუადღემდე დასავლეთ საქართველოში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 10 ოქტომბრის შუადღემდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი