კიევში აფეთქება მოხდა – არიან დაღუპულები

კიევში, რამდენიმე ადგილას მომხდარი აფეთქებების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები.

ამასთან, შსს-ის ხელმძღვანელის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა ვოლოდიმირსკის ქუჩაზე გრუშევსკის ძეგლთან დაეცა, სადაც ამჟამად მაშველები მუშაობენ.

უკრაინული მედიის ცნობით, დედაქალაქის ცენტრში, შემთხვევის ადგილზე ავტომობილები იწვის. მოსახლეობა მეტროსადგურებს აფარებს თავს.

დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ მოსახლეობას მოუწოდა თავშესაფრებში დარჩნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი